ჯაბა სამუშიამ „კრწანისობის“ დღესასწაულზე  მეფე ერეკლეს შესახებ ლექცია  წაიკითხა

ტრადიციულ დღესასწაულ “კრწანისობასთან“ დაკავშირებული 300 არაგველის სახელობის სკვერში ღონისძიება გაიმართა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია მეფე ერეკლესა და კრწანისის ბრძოლის შესახებ.

მან ისაუბრა ერეკლე მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, იმდრონდელი საქართველოს რთულ საშინაო და საგარეო ვითარებაზე, კრწანისის ბრძოლის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ძველი ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, შედგა კონცერტი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და ფოლკლორულ ანსამბლ „თბილისის“ მონაწილეობით, ტრადიციული ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს