ანონსი  26 სექტემბერი

26 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი მარიკა არევაძე, საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიმართავს.

მის: საქართველოს პარლამენტი

საკონტაქტო: 595 11 55 01

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, III სართული (პლენარული სხდომის დარბაზის წინ)

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსანდრ ბანდიუკოვის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ.

მის: ი. აბაშიძის 12 ბ

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

26 სექტემბერს. 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ინფლაციური პროცესები საქართველოში და პროგნოზი: მოახდენს, თუ არა ლარის კურსი ფასებზე გავლენას; მოსალოდნელია, თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.

პურზე ფასი შემცირდა - გაგრძელდება, თუ არა ტენდენცია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის და 27 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილე საოპერო ვარსკვლავების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29

საკონტაქტო: 577 22 22 80; 593 78 07 97

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, „პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის“ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.

თემა: „რუსეთის მოქალაქეებისათვის გამოცხადდეს მორატორიუმი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით“.

მის: იუსტიციის სამინისტრო (შესასვლელის მხრიდან)

საკონტაქტო 598 43 30 23

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

26 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და განათლების და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

26 სექტემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართება.

თემა: „უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი“.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის ანალიტიკოსები საქართველოდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06; ქრისტინე ჩიხლაძე - 598 67 67 36

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია თბილისში” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი - „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინოვაციების საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებული პროექტის დაჯილდოება გაიმართება.

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის დარბაზი

26 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის, სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში - ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

26 სექტემბერს, 17:45 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ქართული ოცნებიდან გასული „ოთხეულის“ განცხადება ენგურის ხიდთან „ევროპული საქართველოსა“ და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩანიშნული ფილმის ჩვენების ღონისძიების შესახებ.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

26 სექტემბერს, 20:00 საათზე, გმირთა მემორიალთან აფხაზთა კრების აქცია ’’უკვდავების გადაძახილი’’ იყავი ჩვენთან ერთად. ღონისძიებას დაეწსრებიან: აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი და "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 სექტემბერს, 21:00 საათზე , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე . ფილმის ჩვენება "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" გაიმართება. ფილმის ჩვენებას დაესწრებიან: "ევროპული საქართველოს თავმჯდომარე" - გიგა ბოკერია და პარტიის ლიდერები და ასეევ "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა