ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსი ლიდერობს, რომელსაც ჯორჯია მელონის პარტია ხელმძვანელობს

ეგზიტპოლის თანახმად, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსი ლიდერობს, რომელსაც ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები“ ხელმძღვანელობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ, ალიანსის უდიდესი პარტიის ხელმძღვანელი, საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

RAI -ს ეგზიტპოლის თანახმად, კონსერვატიული პარტიების ბლოკმა, რომელიც პარტია „იტალიის ძმების“ გარდა მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალიასაც“ აერთიანებს, ხმების 41-45% მოიპოვა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტის ორივე პალატა გააკონტროლოს.

RAI-ს პროგნოზით, მემარჯვენე ალიანსი პარლამენტის ქვედა პალატაში 400 ადგილიდან 227-257-ადგილს მოიპოვებს, სენატის 200 ადგილიდან კი - 111-131-ს.

შეგახსენებთ, იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი - 63.82% იყო.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი