ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ერთს ვთხოვდი, „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს

ერთს ვთხოვდი - „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ის აკადემიური კაცია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა "ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვას.

ზარქუა აცხადებს, რომ ახლა პარტიაში გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს და რამდენიმე ჯგუფია ერთმანეთთან დაპირისპირებული.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი „კლანია“ დაპირისპირებული - მელიას და მერაბიშვილის „კლანები“ და ასევეა, ახალაღმოცენებული რაღაც „კლანი, ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას - რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო - მეთქი და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე, შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ", - განაცხადა ზარქუამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია