არჩილ თალაკვაძე - რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაცმოძრაობაში" - კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას

რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაციონალურ მოძრაობაში", ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა პარტიის შიგნით გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს.

"ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა საზოგადოება. მთავარი პრობლემაა, რომ პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

პარტიის ინფორმაციით, ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის შედგა, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად და მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია