ანონსი 27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები გმირთა მემორიალთან აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 სექტემბრს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართება „საჯარო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმარტება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობა“, საქათველოს პარლამენტის შესასვლელის წინ მდებარე ოლივერ ვორდროპის ბაღში აქცია-პერფორმანს გამართავს და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს წერილობით მიმართავს.

თემა: საკითხი შეეხება საჯარო დაწესებულებებში რუსული სანქცირებული პროდუქციის შესყიდვას.

მის: ძმები ზუბალაშვილების N2

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

27 სექტემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სავარაუდო მობილიცაზია აფხაზეთში - ადგილობრივების განწყობები. 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიის გზაზე - „ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 სექტემბერს, 11:40 საათზე, საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართება ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს.

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებული ექიმები და მძღოლები პროფკავშირთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სასწრაფოში დასაქმებულთა მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა, დამსაქმებლის მხრიდან პროფკავშირის წევრთა დაშინებისა და შევიწროების მცდელობა, შრომის ინსპექციასა და სახალხო დამცველთან შეტანილი საჩივრები.

მის: აკაკი წერეთლის გამზ.121, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე სანდრო ეულის ქუჩაზე უკანონო მშენებლობით დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად თბილისის საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების 2 (თბილისის საკრებულო)

საკონტაქტო: 598 43 30 23

27 სექტემბერს, 15:30 საათზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მისი გატაცების საქმეზე მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრებს.

მის: აკაკი გახოკიძის №11ა, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი 599427737

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ევროპული საქართველოსა“ და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი კამპანიის „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ფარგლებში პარლამენტთან მხატვარ თამარ აბუაშვილის სამხატვრო გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე ნახატების გაყიდვით შემოსული სრული თანხა უკრაინული ჯარის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მიმდინარე სასწავლო წლის პირველ საპროექტო ღონისძიებას გამართავს.

მის: გრიბოედოვის ქუჩა N 8

საკონტაქტო: სოფო ხაჭაპურიძე 574773030

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო