დიმიტრი მედვედევი - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკინები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, „ბირთვულ ღილაკს“ ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ - ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში. თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ ისაუბრა“, - აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ გამოჩნდეს ბირთვული იარაღი "არამეგობრულ მეზობლებში", მათ შორის უკრაინაში, რომელსაც, როგორც მედვედევმა აღნიშნა, "დღეს პირდაპირ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები".

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ დასავლეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს ან საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„თუ რუსეთის მიმართ საფრთხე გადააჭარბებს დადგენილი საფრთხის ზღვარს, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და ხანგრძლივი კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი. მჯერა, რომ ნატო ამ სიტუაციაშიც პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ხომ ნატოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომაკვდავი უკრაინის ბედი, რომელიც არავის სჭირდება, თუნდაც ის უხვად იყოს მომარაგებული სხვადასხვა იარაღით“, - აღნიშნა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში