ვახტანგ გომელაური - შარშან დავაკავეთ ძებნილი, რომელმაც 20 წლის წინ პოლიციელი ჩაცხრილა - ყველას უნდოდა მისი დაკავება მაშინვე, მაგრამ ვერ დააკავეს

მე არაერთხელ ავხსენი, სახუმარო არ არის ესებუას თემა და კიდევ გავიმეორებ, მაგალითად, დავაკავეთ ადამიანი, რომელსაც 20 წელი და 18 წელი ვეძებდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ბანკის ყაჩაღობას და ბრალდებულის ძებნას შეეხებოდა.

„მე მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ შარშან, 2021 წელს დავაკავეთ ძებნილი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. კიდევ ვიმეორებ, ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს და ეს ჩვეულებრივი, ნორმალური თემაა, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ისე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, ვთვლი, ძალიან სწორი იყო, სისხლი რომ არ დაიღვარა, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, ნეტავ ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა, ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა