ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების მიერ ომბუდსმენის კანდიდატურების დასახელებაზე - ამ გადაწყვეტილებით მდიდარმა NGO-მა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ

ამ გადაწყვეტილებით მდიდარმა NGO-მა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ნაზი ჯანეზაშვილის, გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძის კანდიდატურების დასახელებს.

მისივე თქმით, "მდიდარი NGO - ების მიერ შეთავაზებულ დახურულ პროცედურას მმართველი გუნდი ვერ გაიზიარებს“.

„წარმოიდგინეთ, ჩვენ საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ. ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც საზოგადოებას შევთავაზეთ. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე NGO კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით და დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია - ისინი არიან დახურული.

ამ სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს იმ საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერ არის გამოცხადებული. ამის შემდეგ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ და თუ ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გადაწყვეტენ, მათ კანდიდატურებს დაასახელებენ. მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული და ვერც ვერავის დავჩაგრავთ.

კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ. ასეთ შემთხვევაში სამართლიანობა იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ