დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში - ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ!

“ლელოს“ დეპუტატების განცხადებით, მათი მოთხოვნაა არა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა, არამედ საზღვრის დარეგულირება და მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, დასაბუთებული გამონაკლისებით. პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის აზრით, ის რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი აქვს, მიუღებელი და დაუშვებელია.

“სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ! ჩვენ ცვლილებები მოვამზადეთ, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

“ლელოს“ კიდევ ერთი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას გააჩნია დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მოქალაქეს მიიღებს და რომელ მოქალაქეს არ მიიღებს.

“რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უნდა მიეცეს - მაგალითად, ეთნიკურად ქართველებს, რომელთაც დღეს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნიათ ან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებელ ადამიანებს. ხელისუფლებას ამის დარეგულირების შესაძლებლობას აქვს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ