იაგო ხვიჩია - ომბუდსმენის თანამდებობაზე არ გამოგვადგნენ „ენჯეოშნიკები", ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ „უტყდება", ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა

ომბუდსმენის თანამდებობაზე ჩვენ არ გამოგვადგნენ "ენჯეოშნიკები", ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ "უტყდება", ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ომბუდსმენობის კანდიდატად ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილის და გიორგი ბურჯანაძის მიმართ არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანდიდატების შანსები "ქართული ოცნების" განწყობაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება ჩემს, როგორც კანდიდატის შანსებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გემოვნება ექნებათ ჩემს კოლეგებს, "ენჯეოშნიკებს" დაუჭერენ მხარს თუ პოლიტიკოსს. ასეთ დროს შანსები დამოკიდებული არ არის მოთამაშეებზე, ეს დამოკიდებულია "ქართული ოცნების" განწყობაზე, რასაც ვერ ვპროგნოზირებ. მე ამ ადამიანებს, (ვისაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია) ვიცნობ და მათზე ცუდის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ თანამდებობაზე ჩვენ არ გამოგვადგა "ენჯეოშნიკები", ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ "უტყდება", ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა", - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება შემფასებელი კომისიის სიას, ხვიჩია ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ეკლესიის წარმომადგენელიც ყოფილიყო სიაში.

„არანაირი განსაკუთრებული მღელვარება ამ სიას არ გამოუწვევია, მე მქონდა ერთი შენიშვნა და ვითხოვე, რომ ეკლესიის წარმომადგენელიც ყოფილიყო სიაში. თუმცა, ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ომბუდსმენობის კანდიდატთა შემფასებელი 9 კაციანი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების ნაწილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას "მოქალაქეების", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობს" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება