ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ასევე, დაზარალებულის დაკითხვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე უსვამდა დაზარალებულს შეკითხვებს, დაცვის მხარეს ბუნებრივია, სრული უფლება აქვს თანაცხოვრების მანძილზე საქმის ირგვლივ გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით დასვას დამაზუსტებელი შეკითხვა. ნელი დოროყაშვილი 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა წინა პროცესებზე, მთელი მისი 9-წლიანი და 10-წლიანი თანაცხოვრების ისტორიას ვერ მოჰყვებოდა. შესაბამისად, როცა ახალი შეკითხვები მოდის დაცვის მხარის მხრიდან, ნელი დოროყაშვილს უწევს განმარტებების გაკეთება“, - განაცხადა გურულმა.

კითხვაზე, რაიმე სახის მტკიცებულება არის დაცვის მხარის ეჭვზე, რომ შესაძლოა, დოროყაშვილი ბასილაშვილს უთვალთვალებდა, პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული ფაქტი კითხვის ფორმით მისთვის პირველად გახდა ცნობილი.

„აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, მათ შორის, არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში“, - განაცხადა გურულმა.

კითხვაზე, თავად ბასილაშვილი ხომ არ უთვალთვალებდა დოროყაშვილს, პროკურორმა ასე უპასუხა: „დაზარალებულმა გააკეთა განცხადება, რომ მას ჰქონდა ეჭვი, რომ მისთვის უცნობი პიროვნება უთვალთვალებდა და ამის თაობაზე მიმართა პოლიციას“.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა