საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ევროპელ სტუმრებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს.

„12 პუნქტთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, სრულიად პროევროპული სპექტრი შეთანხმებულია და ერთადერთი ვინც არ ეთანხმება ამას არის „ქართული ოცნება", რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩააგდოს ჩვენი მუშაობა. „ქართული ოცნება" უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას და ამით მოხდება დეპოლარიზაციაც და ნაბიჯების გადადგმაც", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა