კაკაბაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 3 119 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანი „სკინჩი“ ახორციელებს. პროექტი კი, დაფინანსებულია 250 000 ლარით,“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო