გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ირაკლი შოთაძემ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. ასევე, ქართულმა მხარემ ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების თაობაზე გამოცდილება გაუზიარა.

როგორც მაქს ჰილმა ირაკლი შოთაძესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს გენერალური პროკურორის და მთელი მისი გუნდის მიერ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციისთვის ჩატარებული სამუშაოები განსაკუთრებულია და მომდევნო, ლონდონში დაგეგმილი IAP-ის კონფერენციისთვის უმაღლეს სტანდარტს ადგენს.

"როგორც ინგლისში ვიტყოდით, ეს კონფერენცია იმსახურებს ათიდან ათ ქულას. ორგანიზება, წვრილმანებისთვის დათმობილი ყურადღება, მათ შორის დახვედრა, რომელიც საქართველომ მოუწყო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, განსაცვიფრებელია. ასე რომ, ვაკვირდები ყველა დეტალს, რაც თბილისში ხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ იმავე დონეს მომავალ წელს ლონდონში და ველით ყველას ჩამოსვლას" , - აღნიშნა მაქს ჰილმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და მისი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

​ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორი და მეფის მრჩეველი მაქს ჰილი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კონფერენციის მასპინძელი ლონდონში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო