რატი ბრეგაძემ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს პრეზიდენტთან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტ, ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრისას Eurojust-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში მტკიცე სექტორული თანამშრომლობა ეხმარება და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ პროცესი უახლოეს მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, დადებითად დასრულდება.

ასევე, შეხვედრაზე უწყებებს შორის სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

რატი ბრეგაძე ლადისლავ ჰამრანს იუსტიციის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის, ევროჯასტი (Eurojust) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის ორგანოა. მისი ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა