თეა ახვლედიანი - აფხაზებთან ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობის განმტკიცებისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ერთიანობის და თავისუფლების რწმენას. დღეს, ჩვენ ყველა ერთად, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ახლობლები; დევნილებს, რომელთაც იძულებით დაატოვებინეს თავიანთი სახლები, მიწა-წყალი და მოუწიათ უამრავ სირთულესთან გამკლავება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ჯერ კიდევ მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია და რეგიონში გამწვავდა უსაფრთხოების გამოწვევები, ჩვენ ყველა ერთად, აფხაზებთან ერთად, უნდა დავდგეთ მშვიდობის განმტკიცებისთვის; იმისთვის, რომ დღევანდელი ტრაგიკული თარიღი ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მხოლოდ მშვიდობის და გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენის სიმბოლოდ, შერიგების, ზრუნვის, ერთმანეთის გვერდში დგომის გზით და ჩვენი ისტორიული ერთობის სულისკვეთებით, რაც აუცილებლად განაპირობებს მომავალში ჩვენს ერთობლივ კეთილდღეობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს