ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საუდის არაბეთის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური პროკურორი საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ მასპინძლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა