„იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ფარგლებში პარლამენტთან  გამოფენა გაიმართა

ევროპული საქართველოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი კამპანიის „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ფარგლებში პარლამენტთან მხატვარ თამარ აბუაშვილის სამხატვრო გამოფენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ნამუშევრები წარმოადგენს აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმისა და კონცეპტუალურ ხელოვნების ნიმუშებს რუსული ოკუპაციის შესახებ. გამოფენაზე ნახატების გაყიდვით შემოსული სრული თანხა უკრაინული ჯარის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.

„თუ გსურს საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო და 30 წელია ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ვანადგურებთ თურმე და ეს ცხადი გახადა უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ, როდესაც შესაძლებელი გახადა, რომ ქართველების სიმართლე მთელი მსოფლიოს გასაგონი იყოს და მსოფლიო აღიარება მოჰყვეს.

ჩვენ დღეს ვაწყობთ აქციას, სოხუმის დაცემის დღე, რომელიც აქამდე იყო გლოვის დღე, გვსურს ვაქციოთ იმედის დღედ და ეს იმედი გადის უკრაინელი ხალხის თავგანწირვასა და გამარჯვებაზე, იმიტომ რომ არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა საქართველო ეროვნული ამოცანების შესრულებასთან. პუტინი მარცხთან ასე ახლოს არ ყოფილა არასდროს, თუ ის დამარცხდა და რუსეთი როგორც ფაქტორი გამოეცალა ჩვენს პრობლემებს იგივე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენ ძალიან მაღალი შანსი გვაქვს, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ.

ამას სჭირდება წესიერი, დემოკრატიული ხელისუფლება და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, რომ ამას მივაღწიოთ, ქართველმა ხალხმა დაინახოს რა დევს სასწორზე და რა დევს რეჟიმის ცვლილების მიღმა.

რაც შეეხება თამარს, რომლის გამოფენაც აქ ეწყობა, ის სიმბოლურად განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის განწყობას. თამარი მიდის ემიგრაციაში, იმიტომ რომ ვერ ხედავს აქ თავისთვის ვერანაირ პერსპექტივას, ახალგაზრდა მხატვარია, რომელსაც დროის გამოყენება უნდა ეფექტურად, მაგრამ არც ის უნდა, რომ კვალის დატოვების გარეშე წავიდეს, ამიტომაც თავის ნამუშევრებს რუსულ ოკუპაციაზე ყიდის იმისთვის, რომ უკრაინელებს გადაურიცხოს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

თამარ აბუაშვილის განცხადებით, გამოფენილი ნახატებით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ რუსეთი სულ ბოროტება იყო.

„მინდოდა, რომ ჩემს ნახატებს ჰქონოდა რაღაც ხმა და მქონდა შეთავაზება სხვა ხელოვნების დარგის წევრებთან, მაგრამ რეაქცია იყო ნული, ამიტომაც ერთ დღეს დედას ვთხოვე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მიმართ მიძღვნილ აქციაზე თუ ნახავდა ბოკერიას ან ჩერგოლეიშვილის მათთვის მიეცა ჩემი სავიზიტო ბარათი და თუ დაინტერესდებოდნენ დავუკავშირდებოდი.

მოხდა ისე, რომ მართლა ბედი იყო, სწორ დროს მოხდა ეს ყველაფერი და ზუსტად სოხუმის დაცემის დღეს ქალბატონი თამარის დახმარებით მოხდა ამ ექსპოზიციის გამოფენა პარლამენტის წინ. ამ ნახატებით მინდოდა მეჩვენებინა, რომ რუსეთი სულ ბოროტება იყო, პუტინის გარეშეც, ეს აგრესია როგორც მეზობლების, ასევე საკუთარი ხალხის მიმართ სულ ჰქონდა რუსეთს და ახლაც აქვს, მაგრამ იმედია აღარ ექნება დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა თამარ აბუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა