ლევან იოსელიანი რუსებზე - დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ეს არის კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. დეზერტირები  - თუ ყველას შემოუშვებ, ვინც ომს გამოექცევა, ქართველების ადგილი აღარ იქნება

აქამდე მეც ვამბობდი, რომ ტურისტების ეთნიკური ნიშნით გარჩევა არ არის სწორი, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს დღეს სურთ თავი აარიდონ ომში წასვლას, მაგრამ არავინ იცის, ამი შემდეგ, რა გეგმები აქვთ.

„ეს არის კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, რომლებიც იქ სამხედრო სამსახურს არიდებენ თავს, ე.წ. დეზერტირები და მათ უნდათ საქართველოში აარიდონ თავი თავიანთ სამხედრო სამსახურს, წინასწარ არ ვიცით, რომ ეს ხალხი კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ, არ ვიცით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ თუ არა. დღეს უნდათ თავიანთი პრობლემა მოიგვარონ და თავია არიდონ გაწვევას, მაგრამ არ ვიცით მერე რა გეგმები აქვთ. ეს რომ იყოს 100-200 კაცი, კი ბატონო, ეს არ იქნებოდა დიდი პრობლემა, მაგრამ როცა 70 ათას ადამიანზეა საუბარი და აქედან 16 ათასი დარჩა საქართველოში, მე ვფიქრობ ეს დასაფიქრებელია და სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაღაც ფილტრაცია მოხდეს ამ ადამიანების შემოშვებისას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთის ყველა მოქალაქეს შემოუშვებს, ვისაც ომში წასვლა არ უნდა, საქართველოში ქართველების ადგილი აღარ იქნება.

„სრულად ჩაკეტვას არ ვემხრობი იმიტომ, რომ ამით შეიძლება დააზარალო იმ ხალხი, რომელიც გამოურბის სიკვდილს. ადამიანი თუ სიკვდილს გამოურბის უნდა შემოუშვა. მე ვემხრობი ამ ადამიანების შემოწმებას. ნუ შემოვა ერთ დღეში 10 ათასი კაცი, შემოვიდეს 1 000 კაცი, მაგრამ ეს 1 000 კაცი იყოს მაქსიმალურად შემოწმებული და უნდა ვიყოთ დაზღვეულები, რომ ისინი რამე პრობლემის იმპორტს არ ახდენენ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მთავარი, თორემ პატარა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა და რუსეთში იმდენი ხალხი ცხოვრობს, ყველას თუ შემოუშვებ, ყველას, ვინც ომს გამოექცევა, ქართველების ადგილი აღარ იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია