გივი მიქანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე - მორალს აცდენილია ბეჟაშვილის და მისი გუნდის განცხადებები - 2008 წლის შემდეგ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე

მორალს აცდენილია ბეჟაშვილის და მისი გუნდის განცხადებები - 2008 წლის შემდეგ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის „საოკუპაციო შენატანის" დაწესების თაობაზე.

კითხვაზე, თუკი ინიციატივა კარგია, რამდენად შეიძლება მხარდაჭერის პროცესში მმართველი გუნდისთვის მხოლოდ ის იყოს გადამწყვეტი, თუ ვინ დააყენა ინიციატივა, მიქანაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხი დეტალურ ანალიზს საჭიროებს და პოზიცია ინიციატივაზე მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამოხატული.

„ნებისმიერი ინიციატივა დეტალურ შესწავლას საჭიროებს, თუმცა, ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მორალური უფლება არ აქვს, ეს საკითხი დააყენოს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის შემდეგ მათი ლიდერი მაშინდელი პრეზიდენტი და ახლა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე, მორალს აცდენილია მისი და მისი გუნდის მსგავსი განცხადებები,"- განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძე ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ ზოგადად რადიკალურ ფრთას და არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" კეზერაშვილი „შავი ფულით" აფინანსებს.

„რადიკალურ ოპოზიციურ ფრთასთან მიმართებით შავ ბუღალტერიას აქვს ადგილი, რაც არაერთხელ განვაცხადეთ, ახლა რაც ხდება მთელ საზოგადოებას არწმუნებს იმაში, რომ ჩვენი განცხადებები აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას. კეზერაშვილო, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და თავდაცვის უწყება, ამ ფინანსებით ახორციელებს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებას და ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანა სურს. სერიოზულ კრიზისშია „ნაციონალური მოძრაობა", არ გაგვიკვირდება უახლოეს პერიოდში ეს პარტია დაიშალოს და პოლიტიკური ორბიტიდან გაქრეს. ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ ფული და ძალაუფლება, ამისთვის გაწირავენ ერთმანეთსაც, ვითომდა გუნდურობა იყო სრული ფარსი. იმასაც ვხვდებით, რომ არ არსებობს ცალკე პარტიები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის "დროა", მას და "ნაცმოძრაობის" სხვა შენაერთებსაც ჰყავთ ერთი დამფინანსებელი, ეს არის კეზერაშვილი,"- განაცხადა მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ