ანონსი  30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლებს.

მედიისთვის კომენტარები გაკეთდება 13:00 საათზე.

ღონისძიებაზე სტუმრებს მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555 10 10 40

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ორმაგი მოქალაქეობა რუსეთ-აფხაზეთს შორის; ლუკაშენკო აფხაზეთში და 45 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის რუსეთს შემადგენლობაში მოქცევას ითვალისწინებს“.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება გაიმართება.

ადგილი: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის აგვისტო“.

მის.: ცოტნე დადიანის 30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი გაერთიანება ააიპ „სოლიდარობის მოძრაობა მოქალაქის უფლებებისთვის“ დაფუძნების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკოსები და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები.

მის: ცურტაველის N2, „სასტუმრო სოლე პალასი“

საკონტაქტო: ფიქრია ჩახნაშვილი -597 331 315, ნატა გუგავა - 599 85 82 68

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში.

სავარაუდო მობილიცაზია ოკუპირებულ რეგიონებში. არძინბას განცხადებები „მეორე ფრონტზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამის გამოსაშვები ცერემონია გაიმართება.

ცერემონიას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, NСDC-ს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, აშშ-ს CDC-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ჩარლზ ვაიტეკი.

მის: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: ნანა კიკნაძე - 591 111 121, ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ექსკლუზივი „ქართულ ოცნებაზე“.

პარლამენტი, სხდომათა დარბაზთან

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის მერიასთან გამართავს აქცია-პერფორმანსს „საცობებით სავსე ქალაქი“.

მის: შარტავას 7.

საკონტაქტო : 598 43 30 23

30 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქაო სასამართლოში ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

30 სექტემბერს, 15.00 საათიდან 21.00 საათამდე, თბილისში გაიმართება 20 იაპონელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა.

მის: ინგოროყვას ქ.16

30 სექტემბერს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და კირკე - ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენენ სახელგანთქმული გერმანელი ქორეოგრაფის, ტულა ლიმნაიოსის დასის პერფომანსს „ISSON“.

მის: მერაბ კოსტავას 59 (სილქ ფაქტორი სტუდიო).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა