ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა აცხადებს, რომ პროკურატურაში ლევან მურუსიძესთან შეხვედრის დეტალებზე დისტანციურად გამოიკითხა

ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა პროკურატურაში გამოკითხეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ანა ღელეყვამ განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ის 28 სექტემბერს დისტანციურად გამოკითხეს, ვინაიდან, საქართველოში არ იმყოფება.

მისი თქმით, გამოკითხვისას დეტალურად ისაუბრა წარსულში მასსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალებზე, რომელიც ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

ანა ღელეყვას განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ დროინდელ მდივანს, ლევან მურუსიძეს ჰკითხა, თუ რატომ არ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე.

ღელეყვას მტკიცებით, მურუსიძემ განუმარტა, რომ თანამდებობაზე არ დაინიშნა იმ მიზეზით, რომ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა მოსამართლე ლევან თევზაძის კანდიდატურას.

„გამოკითხვა მოხდა პარლამენტის წევრების განცხადების საფუძველზე, რომლებმაც მიმართეს პროკურატურას ჩემი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, ინტერვიუში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. იინტერვიუში მე ვყვებოდი, როგორ შევხვდი ლევან მურუსიძეს მას შემდეგ, რაც არ დავინიშნე მოსამართლედ. ჩემს კითხვაზე, თუ რა მიზეზით არ დავინიშნე, მან მიპასუხა, რადგან მხარი არ დავუჭირე მათ კანდიდატს მოსამართლეთა კონფერენციაზე. მმოსამართლეთა კონფერენცია არის სასამართლოს თვითმმართველი ორგანო. მაშინ საბჭოს წევრობის კანდიდატი იყო ლევან თევზაძე, რომლის სასარგებლოდაც მე არ მივეცი ხმა.

საგამოძიებო უწყებაში კი, გამოკითხვა ეხებოდა ჩემი და ლევან მურუსიძის შეხვედრის დეტალებს. აასევე გამოძიებას აინტერესებდა, ხომ არ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას რაც პირდაპირ დაადასტურებდა „კლანის“ არსებობას სასამართლოში ანუ რაიმე პირდაპირ სამხილს. ასეთი პირდაპირი სამხილი მე არ გამაჩნია.

მე ვფიქრობ, რომ საბჭოს მაშინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის პასუხი ჩემს კითხვაზე არის ირიბი დადასტურება „კლანის“ არსებობის და მეთოდის, რომლითაც იმართება სისტემა“, - განაცხადა ანა ღელეყვამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება