შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, არანაირ „რეფერენდუმებს“ ძალა არ აქვს

ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდო რეფერენდუმები, საზღვრების შეცვლა ძალით არის შეუძლებელი და დაუშვებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ის პრინციპია, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმები გაიმართა. სეპარატისტული რეჟიმების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დღეს, კრემლში რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის - ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების", ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ვლადიმერ პუტინი და დეპუტატებიც დაესწრებიან.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი