კელი დეგნანი - აშშ კატეგორიულად გმობს ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტს“

მსურს გადმოგცეთ გზავნილი ვაშინგტონის მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც კატეგორიულად გმობენ ბატონი ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ლუკაშენკოს „ვიზიტი“ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო იმის გამო, რომ ის აფხაზეთში, სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავის მეორე დღეს ჩავიდა.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს, რომლის პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა ისაუბრეს ამ მიუღებელი „ვიზიტის“ შესახებ, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავი, როდესაც მე და ბევრმა სხვამ გვირგვინით შევამკეთ აფხაზეთის ომში დაღუპულების მემორიალი. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად აღდგენისთვის და რეგიონში მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს