დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით სამივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები. შესაბამისად ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა.

"შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია სამივე საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადება.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 307-ს შეადგენს.

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

07:00 საათიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში მუშაობს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში“,- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

https://palitranews.ge/video/204309-senakis-municipalitetshi-sakrebulos-shualeduri-archevnebi-mimdinareobs/

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა