1-ელ და 2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნება

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

დედაქალაქის მერია პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რიყის პარკი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები: სცენის­ დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
  • გამოფენები;
  • კაფე ქიმერიონი;
  • საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
  • სამეწარმეო ბაზრობა;
  • გასტრონომიულიზონა;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • სპორტული აქტივობები;
  • ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერისუბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულისფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღისგანმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.

ეღვთახევი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

  • თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
  • მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
  • დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
  • წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

ორბელიანის მოედანი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები;
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
  • თბილისური უბანი ათონელზე - (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
  • საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
  • საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
  • სამეწარმეოდაკვებისზონები.

19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერისუბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

  • დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
  • ღიაკინოთეატრი;
  • „თბილისურიკაფე“;

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

ევროპის მოედანი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

„თბილისობის“ გალა-კონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას - ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.

იხილეთ ვიდეო: 1-ელ და 2 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნება

https://palitranews.ge/video/204310-1-el-da-2-oktombers-tbilisobis-dgesascauli-aginishneba/

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება