ანონსი 1-ლი ოქტომბერი

1-ელ ოქტომბერს, 10:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი NASA Space Apps Challenge 2022-ს უმასპინძლებს.
მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი N5
საკონტაქტო: 593260609
1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე, „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართება საშემოდგომო მარკეტი, რომელიც ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მარკეტი იმართება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებული B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენის ფარგლებში.
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე - 555 10 10 40
1-ელ ოქტომბერს, 13:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აღინიშნება საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლები და კურსდამთავრებულები.
მის: ჯავახიშვილის ქ. 51

























