ჯორჯია მელონი - პუტინის საბჭოური ნეოიმპერიალისტური ხედვა საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას

პუტინის საბჭოური ნეოიმპერიალისტური ხედვა საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის “იტალიის ძმების” ლიდერმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მელონის თქმით, ფსევდორეფერენდუმების შედეგად რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას არანაირი იურიდიული ან პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნია.

“პუტინმა კვლავ აჩვენა თავისი საბჭოური ნეოიმპერიალისტური ხედვა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას.

რუსეთის მიერ ერებს შორის თანაარსებობის წესების ეს უკანასკნელი დარღვევა ადასტურებს დასავლური დემოკრატიების სიმტკიცისა და ერთიანობის აუცილებლობას”, - განაცხადა მელონიმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს