ბსუ-ში ზურა მხეიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ბსუ-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „თვითმოტივაცია, როგორც წარმატების წინაპირობა“. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცნობილი ფსიქოლოგი მსმენელებს თვითმოტივაციის ამაღლებასა და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ გამოწვევებზე ესაუბრა.

„მომხსენებელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ასევე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შექმნილ ემოციურ დაბრკოლებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პროფესორ ზურა მხეიძის შეფასებით, ადამიანები დამოუკიდებლად ქმნიან თავის ცხოვრებას და ყველა პრობლემა არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე იქმნება; იმის მიხედვით, თუ როგორია კომუნიკაცია საკუთარ თავთან, ადამიანი ან ბედნიერად გრძნობს თავს ან ვერა; მისი არჩევანია, თუ როგორ კონცეფციას შეიმუშავებს სამყაროსთან ურთიერთობისას, ცხოვრების სწავლა შესაძლებელია. ლექციის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ზურა მხეიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პროფესორ ზურა მხეიძეს 30-წლიანი კონსულტაციის გამოცდილება აქვს 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ცნობილი ფსიქოლოგი 25 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო