დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და GIPA-ს ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართება

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა (ეთა) და GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.

GIPA-ს ინფორმაციით, კონფერენცია გაიმართება თემაზე - „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა (ენერგეტიკა, ეკონომიკა, კიბერ-უსაფრთხოება და თავდაცვა) და თანამედროვე კონფლიქტები“.

„განიხილება აღნიშნულ თემებზე წარმოდგენილი ნაშრომები. მნიშვნელოვანია მიმოხილული იყოს, თუ როგორ აყალიბებს დინამიკა აღნიშნულ სფეროებში, ზოგჯერ თანმხვედრ და ხშირად კი ანტაგონისტურ, უსაფრთხოების დინამიკაზე ევროპასა და საერთაშორისო დონეზე და როგორ აისახება ეს კონფლიქტების ბუნებაზე, სახესხვაობაზე, სიხშირესა და მნიშვნელობაზე.

კონფერენცია გაიმართება როგორც თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში (ეთა), ასევე ვირტუალურ რეჟიმში - Zoom პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციის პანელებს უხელმძღვანელებენ მთავარი მომხსენებლები, რომლებიც არიან წამყვანი ექსპერტები საკუთარ სფეროებში, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, ასევე აკადემიური წრეებიდან. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაიწყო რეგისტრაცია! მნიშვნელოვანი თარიღები: აბსტრაქტის (100-300 სიტყვა) წარდგენა უნდა მოხდეს 30 სექტემბრამდე; ნაშრომების წარდგენა სრულდება 28 ოქტომბერს; მონაწილეები შეტყობინებას მიიღებენ 18 ნოემბერამდე; კონფერენციის პროგრამა ცნობილი გახდება ნოემბრის ბოლოს; დავებისა და შერჩევის კრიტერიუმები: კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს; შერჩევის კომისია განიხილავს ნაშრომის აქტუალობას და აკადემიურ სტანდარტთან შესაბამისობას; შერჩეული მონაწილეები შეტყობინებას მიიღებენ დროულად; შერჩეულ მონაწილეებს მოეთხოვებათ რომ გამოცხადდნენ კონფერენციაზე; კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები გამოქვეყნდება ელექტრონულად.

ჩიკაგოს აკადემიური სტილის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ, შემდეგი წყაროები: https://www.chicagomanualofstyle.org/home.html https://arts.pdn.ac.lk/ichss/content/Chicago_Manual_of_Style.pdf.

დამატებითი კითხვებისა და ნაშრომთა წარდგენასთან დაკავშირებით მიმართეთ კონფერენციის ორგანიზატორთა ჯგუფს: ndagipa@eta.edu.ge.

შენიშვნა: ყველა ნაშრომი შემოწმდება პლაგიატის გამოვლენის პროგრამის - „ტურნიტინის“ მეშვეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა