თბილისის საპატიო მოქალაქე ჰასან ჰასანოვი - მინდა, ხაზი გავუსვა ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ გულითად მეგობრობას - მათი ურთიერთობა ჩვენი წარმატების საფუძველია

მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ბატონ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ გულითად მეგობრობას, - ამის შესახებ დიპლომატმა და აზერბაიჯანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰასან ჰასანოვმა, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი ურთიერთობა ორი ქვეყნის წარმატების საფუძველია.

„მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ბატონ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ გულითად მეგობრობას, რომლებმაც მძიმე დღეებში ერთმანეთს ძმობის ხელი გაუწოდეს. მათი ურთიერთობა ჩვენი წარმატების საფუძველია. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთად არიან გასაჭირსა და ლხინში,“- აღნიშნა დიპლომატმა.

ჰასან ჰასანოვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა