პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ რეპრესიულ კანონს იღებს - ივანიშვილის პარლამენტი განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი, ეს ნიშნავს, რომ „მელამ თავის კუდი მოიყვანა მოწმედ"

„ქართული ოცნება" რეპრესიულ კანონს იღებს - ივანიშვილის პარლამენტი განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი, ეს ნიშნავს, რომ "მელამ თავის კუდი მოიყვანა მოწმედ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ერთადერთი პირი საქართველოში, რომელიც ოლიგარქის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ბიძინა ივანიშვილია.

„ქართული ოცნება" იღებს კანონს, რომელსაც გამოიყენებს ოპოზიციური ლიდერების და მისი დამფინანსებლების რეპრესიისთვის. ეს არის რეპრესიული კანონი, როცა უკრაინულ მოდელს ამოფარებით იღებენ კანონს და პარლამენტი განსაზღვრავს, ვინ იქნება ოლიგარქი, წარმოგიდგენიათ?! - "ქართული ოცნების" უმრავლესობა განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი. ისე გააძევეს პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე, არც უკითხავთ, რაში ედებოდა ბრალი, ზუსტად ასე მოხდება ადამიანის ოლიგარქად გამოცხადება. ჩვენ რაზეც ვმუშაობდით, არის ის, რომ ადამიანი რომ ოლიგარქად გამოცხადდეს, მინიმუმ 2 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - დიდი ოდენობის თანხის ფლობა და მასთან დაკავშირებული პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის ფაქტი, ანუ მის კომპანიებში მომუშავე პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნა. ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, სხვას ოპოზიციიდან რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, არც ერთს მაღალ თანამდებობაზე ერთი ადამიანიც არ ჰყავს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, უმრავლესობის კანონის ალტერნატივად რამდენად შეიძლება დაარეგისტრიროს ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციაზე, მანჯგალაძე ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნებისმიერი კანონი შესაძლოა ხელისუფლებამ რეპრესიებისთვის გამოიყენოს.

"ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როცა უზურპირებულია მმართველობის სამივე შტო, რთულია აღსრულების მექანიზმის მოფიქრება. ჩვენ რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს, ვიტყოდით, რომ ოლიგარქად პირის განსაზღვრას სასამართლო ახდენს და ამის საფუძველზე მას ეზღუდება გარკვეული უფლებები, მაგრამ სასამართლოც არ გვაქვს და არ გვინდა ისეთი კანონი მივიღოთ, რომ ოპოზიციის დასჯისთვის გამოიყენოს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს