ვახტანგ მეგრელიშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება - ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან დამაზიანებელი იქნება - ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან ივანიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას მართავს, ის ოლიგარქი არ არის.

„ამ საკითხთან მიმართებით აქ არის პატარა გაუგებრობა, ჩვენ ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება. ჩვენ გვაქვს საერთოდ სხვა პრობლემა - სისტემაში ვერტიკალის ერთ ადამიანზე დამოკიდებულების პრობლემა და აქ არაფერ შუაშია ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს, ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია, არათუ არ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით - ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა