ანონსი 4 ოქტომბერი

ანონსი  4 ოქტომბერი

4 ოქტომბერს, 10:25 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის („საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

თემა: აქციის მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობსის შეშვება იქნება.

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: ტურისტული ნაკადი და რუსეთიდან საქართველოში შემოსული ათი ათასობით მოქალაქე.

მის: ერწოს ქ. N11

საკონტაქტო: 599 72 65 65

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღების საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: რუსეთიდან საქართველოში შემოსული სეგმენტის სტატუსი საქართველოში და საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა მზარდი ნაკადი.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 72 65 65

4 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ოქტომბერს, 12:10 საათზე, პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და კომიტეტის წევრების ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდში“ ჰაერის დაბინძურების გავლენის შესახებ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დისკუსია გაიმართება.

მის: ჭოველიძის 4

4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გამარჯვებული გუნდები ფულად ჯილდოს მიიღებენ და ვენაში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს დაესწრებიან.