პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

პროექტი სესიაზე განსახილველად მიმდინარე კვირას გავა.

პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტორნული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს. ამასთან, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა არ იქნება, ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე ატვირთვა მოხდება.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4000 ლარი გახდება. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კი, 2 თვიდან 3 წლამდე იზრდება. ამავე ცვლილებებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადა ნახევრდება და 15 დღედ განისაზღვრება.

კანონის პროექტის გათვალისწინებით, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს.

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, 3 დღით განისაზღვრება.

შეზღუდვები დაუწესდებათ პროფესიული ნიშნით არჩეულ საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, მათი ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად.

წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.

ცვლილებების პროექტით ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი ფართოვდება - მათ შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ არასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს დაესწრონ.

რაც შეეხება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული პროექტის მიხედვით, თითოეული პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი ნახევრდება და არ იქნება საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ზე მეტი, ნაცვლად არსებული 0.1%-ისა. უფრო კონკრეტულად, სადღეისოდ თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი, 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე მცირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა