შალვა ხაჭაპურიძე - არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს

არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ,,ვივამედის” კლინიკასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხაჭაპურიძის განმარტებით, 6 ოქტომბერს, უკრაინის სასამართლოში გასამართ სასამართლო პროცესზე, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაიკითხოს და უკრაინაში იყოს გადაყვანილი.

ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობას მხარი უკვე დაუჭირა და სასამართლოში შესაბამის დოკუმენტაციას გააგზავნიან.

„უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება. საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დასაკითხად, თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა