ოთარ თოიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს, როგორც უკიდურესად რისკიანი და მძიმე - ეს არ ნიშნავს, რომ მიჯაჭვულია ლოგინზე, მაგრამ ძალიან უჭირს გარკვეული ფუნქციების შესრულება

ნევროლოგის ოთარ თოიძის ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის განმეორებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების რეკომენდაცია გაიცეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დღეს სააკაშვილის კლინიკური სურათი შეცვლილია და საინტერესოა, აისახება თუ არა ეს ლაბორატორიულ კვლევებში.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თოიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ფასდება როგორც უკიდურესად რისკიანი და მძიმე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს, როგორც უკიდურესად რისკიანი და მძიმე. ეს არ ნიშნავს, რომ მიჯაჭვულია ლოგინზე, მაგრამ ძალიან უჭირს გარკვეული ფუნქციების შესრულება, რომელსაც ჩვენ ძალიან მარტივად ვაკეთებთ. გამომეტყველებაზე რომ შეხედოთ მიხვდებით, რომ ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანი, ვგულისხმობ კანის ფერს, მიმიკას, სიარულს და ა.შ. შესაძლოა, განმეორებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაცია გაიცეს, დღეს კლინიკური სურათი შეცვლილია და საინტერესოა აისახა თუ არა ლაბორატორიულ კვლევებში”, - აღნიშნა ოთარ თოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს