მამუკა მდინარაძე - აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონი ერთი - ერთში ერგება, ასეთი არაერთია ოპოზიციის რიგებში, ამიტომ წვალობენ ამდენს

აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უკრაინული კანონი ერთი - ერთში ერგება, ასეთი არაერთია ოპოზიციის რიგებში, ამიტომ წვალობენ ამდენს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რაც აწყობს ის არის, რომ კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„მათი ჩიხური მდგომარეობა მტკიცდება იმით, რომ ჩვენი შეთავაზებაა კოპიო თარგმანი გადმოვიტანოთ მათ მიერ წარსულში მოწონებული უკრაინული კანონისა. რაც ადრე კარგი იყო, პირობითად 3 თვის წინ, ახლა მათთვის მიუღებელია, რადგან ჩიხში არიან. ერთადერთი რამ აწყობთ ალბათ, თუ კანონში ჩაწერ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, სხვა ვარიანტი არ აწყობთ, იმიტომ წვალობენ. ეს არის ჩიხი მათთვის, რადგან აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი ერთი ერთში ერგება, ასეთი არაერთია მათ რიგებში. ამიტომ გაჩნდა მათთვის სერიოზული პარადოქსი და ამ პარადოქსის გადაჭრის გზებზე გადაწყვეტილება არ აქვთ ჯერჯერობით მიღებული, ამიტომ წვალობენ ახლა ამდენს,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა