ანონსი 5 ოქტომბერი

ანონსი 5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ იგეგმება პროექტის „ხელშემწყობი გარემო საწარმოთა მდგრადი განვითარებისთვის" (EESE) ფარგლებში შემუშავებული შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელიც ეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მთავარ გამოწვევებსა და მათი დასაძლევი ინსტრუმენტების ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

ღონისძიებას კერძო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი", თელავის ქ. #20

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი, 598 544 415

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ სარჯველაძისა და ნინო წილოსანის ბრიფინგი

ადგილი: B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

5 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

5 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ლელოს" ინიციატივით, საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის" წარმომადგენლებთან „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

5 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი, პროცედურული საკითხები და სხვა მიმდინარე აქტივობები.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: 577 25 55 15

5 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 37

5 ოქტომბერს, 10:45 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ლიტუანისტიკა საქართველოში“ გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზი (პირველი სართული)

საკონტაქტო პირი: თამუნა ნოსელიძე 599 111 686

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას #7

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555 38 22 04

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ონკოპაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა - საქართველოს“ საბჭოს წევრი თამარ ნიშნიანიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ხვალ დაგეგმილი აქცია - „ცოცხალი ჯაჭვი“. ავადობის სტატისტიკა ქვეყანაში და სკრინინგის მნიშვნელობა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

5 ოქტომბერს, 12:00 სააათზე, თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

საკონტაქტო: თაკო თაბუკაშვილი - 599741022

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების - დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 ოქტომბერს, 13:45 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართება.

მის: მერაბ კოსტავას 77

საკონტაქტო: თამუნა ნოსელიძე 599 111 686

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ" დასკვნის პროექტის განხილვის/დამტკიცების მიზნით გაიმართება მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)