მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს სამომავლო განვითარება უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს ვერ მოხდება ისე, რომ დაკნინდეს საქართველოს სუვერენიტეტი

შეიძლება არსებობდეს საკითხები, რომელიც წინასწარ მხედველობაშია მისაღები, რომ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტი დააკნინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სოზარ სუბარის განცხადებას, რომ ევროინტეგრაცია შესაძლოა, გარკვეულწილად დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობის ტოლფასი იყოს.

კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ამაზე საუბარი და კონკრეტულად რა რისკებზე მიუთითებს, სარჯველაძე აცხადებს, რომ ამაზე საჯაროდ არ საუბრობს და "მიზეზები, რამაც შეიძლება კითხვები გააჩინა, მისი "დასაკომენტირებელი ვერ იქნება".

„საქართველოს სამომავლო განვითარება უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს ვერ მოხდება ისე, რომ დაკნინდეს საქართველოს სუვერენიტეტი. ეს არის სამუშაო. შეიძლება ამ კუთხით არსებობდეს საკითხები, რომელიც წინასწარ მხედველობაშია მისაღები იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელმაც შეიძლება დააკანონოს ქვეყნის სუვერენიტეტი. აქედან გამომდინარე, ამაზე ფიქრი საჯაროდ თუ დახურულად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ერთმანეთის გამომრიცხავი ალერნატივებია. შეიძლება ყველაფერი ისე დაიგეგმოს, რომ რაღაც რაღაცის ხარჯზე გასაკეთებელი არ იყოს. ამაზე თუ ვინმე ისაუბრებს, არ მგონია, რომ ეს რაიმე ინტერპრეტაციების მიზეზი იყოს" , - განაცხადა სარჯველაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია