IBSU  მის კურსდამთავრებულს, როლანდ შავაძეს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს ულოცავს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. IBSU ულოცავს როლანდს ამ დიდ წარმატებას. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როლანდ შავაძის შეფასებით, IBSU-ში საგანმანათლებლო პროგრამის ყველა სასწავლო კურსი მორგებულია პრაქტიკულ საჭიროებაზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა ზუსტად და ხარისხიანად იცის თუ რა უნდა აკეთოს თავის პროფესიაში.

"პირველი აკადემიური ხარისხი ამ უნივერსიტეტში მივიღე და მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიული განვითარების თუ კარიერული წინსვლის საფუძვლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშია გამყარებული.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ, რომლებმაც ზუსტად იციან თუ რას ნიშნავს სტუდენტზე მორგებული სწავლება. თუკი ერთხელ გახდი ,,იბსუელი", ეს ნიშნავს, რომ ლექტორების სახით შენ შეიძინე პროფესიონალი მეგობრები, რომლებიც არა მხოლოდ ოთხი წელი ზრუნავენ შენს განვითარებაზე, არამედ, მთელი ცხოვრება გრძნობ მათ გვერდში დგომას კარიერული წინსვლის ნებისმიერ ეტაპზე", - აღნიშნა როლანდ შავაძემ.

„როლანდი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. მან IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე