ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

"ევროკომისია მიესალმება ევროპული საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მერვე პაკეტის დამტკიცებას, უკრაინის მიმართ მისი აგრესიის გამო. ეს პაკეტი - რომელიც მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან - პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას, ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარების მობილიზებას და ღია ბირთვულ საფრთხეებს“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, რომ დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან და შეიზღუდოს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირება.

რაც შეეხება ვაჭრობას, ევროკავშირი აგრძელებს იმპორტის აკრძალვას ფოლადის პროდუქციაზე, რომელიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსეთიდან. იმპორტის შემდგომი შეზღუდვები ასევე დაწესებულია მერქნის მასასა და ქაღალდზე, სიგარეტზე, პლასტმასსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე, აგრეთვე საიუველირო ინდუსტრიაში გამოყენებულ ელემენტებზე, როგორიცაა ქვები და ძვირფასი ლითონები, რაც მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან შემოსავალს რუსეთისთვის. ასევე შეიზღუდება საავიაციო სექტორში გამოყენებული დამატებითი საქონლის გაყიდვა, მიწოდება ან ექსპორტი.

პაკეტი ასევე მოიცავს ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში მონაწილე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.

ევროპულმა საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ დღეიდან 23 თებერვალს შემოღებული შეზღუდვების გეოგრაფიული ფარგლები, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებიდან საქონლის იმპორტის აკრძალვის ჩათვლით, გაფართოვდება აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს