გიული ალასანია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?!

რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

რაც შეეხება კითხვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად ფოტო და ვიდეომასალა უნდა გავრცელდეს, ალასანიას განმარტებით, როდესაც საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ასეთ დროს ანალიზები ტარდება.

,,არ მესმის თუ მაღალი წნევა და ჩქარი პულსი ჰქონდა და მედიკამენტები არ შველოდა, ჯობდა ინექცია გაეკეთებინათ. მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს უკვე ერთ კვირაზე მეტია.

ფოტო და ვიდეო რა შუაშია? არსებობს ანალიზები, ეს ხომ ჯანმრთელობას ეხება, რომელ ფოტოზე და ვიდეოზეა საუბარი, ასეთ დროს გამოკვლევები ტარდება და იმის მიხედვით იწერება დიაგნოზი. ამ პერიოდში მას არაერთი დიაგნოზი დაეწერა”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მან სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტის შეშვებაზეც ისაუბრა. გიული ალასანიას განმარტებით, ექსპერტის შეშვება დღის ბოლომდე დაჩქარებული წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ,,როგორც ჩანს საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს”.

"მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ შეიკრიბა შესაბამისი კომისია და თითქოს დათანხმდნენ, რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ მისთვის ლიცენზია. დღეს, დღის ბოლომდე ველოდებოდით, რომ მოხერხდებოდა მისი შეშვება დაჩქარებული ტემპით, მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა. „უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს