IDFI - 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 949,8 მილიონი რუბლი იყიდეს

2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

კერძოდ, IDFI-იმ რუსეთის მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა საქართველოს ბანკებში. როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი).

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანაგარიშების გახსის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელი. კერძოდ, როგორც ირკვევა 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს, რაც 1,18 მილიარდი ლარით აღემატება ომის დაწყებამდე არსებულ (2022 იანვრის) მაჩვენებელს, ხოლო 1,2 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის იგივე აგვისტოს თვის მაჩვენებელს. შესაბამისად, აგვისტოს თვის მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 170%-ით გაიზარდა.

კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი).

რუსეთის-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურ შემოდინებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში მიღებული სესხების მოცულობაზე. მაგალითად, 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად სესხების თანხის საერთო მოცულობის შემცირებისა 2022 წლის მარტი აგვისტოს პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებთან წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობდა სესხის მიმღები უნიკალური პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კვარტალური მონაცემების მიხედვით რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 45 მილიონი ლარის ან 16 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი რუბლი), ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, სართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილული იქნას, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში რუსული რუბლის აქტიური შემოდინება, სანქციების მოსალოდნელი შედეგების გათვალისიწნებით რუსული რუბლით ვაჭრობის გააქტიურება და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
„ნიკორამ“ 35 მლნ ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა - კომპანია მიღებული ფინანსური რესურსის გამოყენების შესახებ
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის
როგორ ჩაიარა წელს ზამთრის ყველაზე ჯადოსნურმა გამოფენამ, რომელსაც ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან, ყოველწლიურად აწყობს
შეიძინე კერძო სახლი საუკეთესო შეთავაზებით
იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის
შეუდარებელი „ბოტანიკო“ საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი