ანონსი 7 ოქტომბერი

ანონსი 7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის მიერ „საკრებულოს იგნორირების“ ფაქტზე ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების #2

ტელ: 598 43 30 23

7 სექტემბერს, 11:00 საათზე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კოალიცია მმართველი გუნდის მიერ სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხმიანება.

მის: ჭოველიძის ქ. 4ა, „ღია საზოგადოების ფონდი“

საკონტაქტო: სალომე აჩბა, 593 73 75 03

7 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

7 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს. თემა: „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ფოტოგამოფენას მოაწყობს და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის განმარტებით ბუკლეტებს დაარიგებს.

თემა: „ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო“

მის: თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო : 558 57 31 53 ნათია ქევხიშვილი

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონი, ბრაზილიის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის ვიზიტი თბილისში, 26.10.- 6.11. 2022 და მათი მონაწილეობა, თბილისში, „მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავებისა და მშვიდობისმოყვარე ქვეყნების მეგობრობის ხეივანის“ დაარსებასა და ამხანაგურ თამაშებში.

მის: გუდიაშვილის ქ.7

საკონტაქტო: 555 90 32 48; 599 23 55 20.

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ექთნები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰოსპიტალურ სექტორში ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავენ.

მის: ინგოროყვას ქ. 7 (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია)

საკონტაქტო: რევაზ კარანაძე - 593 13 80 87

7 ოქტომბერს, 14.00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის. თავისუფლების 2

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კონფერენციას გამართავს.

თემა: საგზაო/ეკოლოგიური უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“.

7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან, მოძრაობა „სამოქალაქო წინააღმდეგობის“ მიერ აქცია „დაკეტე საზღვარი“ ეწყობა.

აქციის ორგანიზატორები, მთავრობის მიმართ მოთხოვნებს და სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

საკონტაქტო ნინა ბუღაძე - 595 24 44 40