ინტერნეტ მაღაზია Extra - შეარჩიე რაც გაგიხარდება

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, გარკვეულწილად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესიც, გამოვიმუშავეთ ახალი უნარ- ჩვევები და ისე შევისისხლხორცეთ, რომ მათ გარეშე ცხოვრება თითქოს უკვე წარმოუდგენელია.

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ინტერნეტიზაციამ მოიტანა ონლაინ შოპინგია. ადრე თუ ამ საქმეს ეჭვის თვალით უყურებდნენ, ახლა ის შოპინგის საუკეთესო და ტრენდული სახეობაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს, ან დრო არ აქვს მაღაზიებში სიარულისთვის.

იმ ფონზე, როცა ქალაქში გადაადგილება არა თუ პიკის საათებში, უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასტიკად ჭირს, მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია. ან რა საჭიროა, ასე თავის გაწირვა, როცა არსებობს უდიდესი ინტერნეტ მოლი extra.ge.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტი 500-ზე მეტი მაღაზიიდან. ექსტრაზე მომხმარებელი აღმოაჩენს ცნობილ ბრენდებსა და მაღაზიებს, რომლებიც გვთავაზობენ 100 000-ზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიაში. სწორედ ამიტომ ეძახიან ექსტრას ყველაფრის მაღაზიას, რადგან აქ ყველაფერს ნახავ რაც გაგიხარდება.

პროდუქცია კატეგორიების მიხედვითაა ჩაშლილი და სასურველი ნივთის მოძებნა მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა ძალიან მარტივია. ექსტრაზე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სასურსათო პროდუქტი, ასევე ავეჯი თქვენი სახლისა და ეზოსთვის, ტექნიკა, სათამაშოები, წიგნები თუ საკანცელარიო ნივთები თქვენი პატარებისთვის, თავის მოვლის საშუალებები, საბურავები, აკუმულატორი, ზეთები თქვენი ავტომობილისთვის, სამშენებლო ინვენტარი და სხვა.

აქ შოპინგისას საუკეთესო ფასის გარანტია გაქვს, რაც ნიშნავს, რომ სასურველ ნივთს მაღაზიის ან უფრო დაბალ ფასად შეიძენ, ხოლო სხვაგან უფრო იაფად ნახვის შემთხვევაში, სხვაობას 100%-ით აგინაზღაურებენ. Extra.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს მასზე მორგებული საუკეთესო შეთავაზებები სხვადასხვა მომწოდებლისგან, შეაგროვოს ერთად და შეიძინოს მისთვის მოსახერხებელი გადახდის მეთოდით - ბარათით, საბანკო გადარიცხვით, Plus ქულებით, Extra-ს ბალანსითა და ნაღდი ანგარიშსწორებით.

გარდა ამისა, ექსტრაზე შესაძლებელია ონლაინ განვადებით სარგებლობაც. სასურველი ნივთის შესაძენად ავსებთ განვადებას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციასა თუ ბანკში.

შეკვეთის განხორციელების შემდეგ, არ ფიქრობთ ნივთის ტრანსპორტირებაზე, რადგან Extra.ge უზრუნველყოფს შენაძენის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების ვადებს შეკვეთისას ნახავ, ისე კი თბილისში შეკვეთას მიიღებ 1-3, ხოლო რეგიონში 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ეწვიე extra.ge - ს და დაამკვიდრე შოპინგის სასიამოვნო ტრადიცია.

(R)

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა