ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას - ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით

ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით, - ეს განცხადება სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიმართ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ სახალხო დამცველი ვერ ხედავს, რას აკეთებს პარლამენტი ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და ვერ ამჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

“თქვენც იცით, როგორი ურთიერთობების ფორმა გვქონდა მანამდე, ვიდრე იმ საპატიო მოვალეობას, რასაც “სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი არეგულირებს კეთილსინდისიერად ასრულებდით. ომბუდსმენი არ უნდა იყოს პროსახელისუფლებო, მაგრამ მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს ობიექტური და უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ზუსტად მახსოვს, რამდენიმე თვეში მოხდა თქვენი პოლიტიკური ტრანსფორმაცია. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური განცხადებების 99% აბსოლუტურ უნისონშია რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგთან. დამიჯერეთ, არა მარტო მმართველ ძალას აკვირვებს თქვენი ასეთი ტიპის დევიაცია, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ამის მოლოდინი. მაშინ ძალიან გვაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭირეთ“, - მიმართა სახალხო დამცველს ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია