მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა და წყალშია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია. ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

„დღეს, მოსკოვის დროით 06:07 საათზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე, სატვირთო მანქანის აფეთქება მოხდა, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის აალება გამოიწვია. მატარებელი ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა“, - აცხადებენ რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს