„საქართველოს ბანკი“, „ჯეოქეისი“ და „კომერსანტი“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დისკუსიას გამართავენ

„საქართველოს ბანკი“, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ და მედია პლატფორმა „კომერსანტი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 10 ოქტომბერს „ეკონომიკური ფორუმის“ პირველ დისკუსიას გამართავენ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი თემაა - „ეკონომიკური დიპლომატია“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი.

დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, კომერსანტის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბაშიშვილი გაუწევს.

დისკუსიის მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იქნას საქართველოს საერთაშორისო აქტივობა ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით. ასევე, დიპლომატიური მისიების როლი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, შესაბამისი სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო შეთანხმებების ეფექტურობა და პერსპექტივები, ბიზნესის საჭიროებები, როლი და კომუნიკაცია დიპლომატიურ მისიებთან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა